მთავარიUncategorizedხელისუფლების მოტივაცია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილება იყო- იურისტების განმარტება

ხელისუფლების მოტივაცია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილება იყო- იურისტების განმარტება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელს სტრასბურგში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, იურისტები აფასებენ და ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მოტივაცია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილება იყო.

“მიიღეს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები, რითიც პრაქტიკულად შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მე-6 მუხლი დაირღვა კონვენციის, ეს ცალკე აღებულად არ უნდა განვიხილოთ, ბუნებრივია მოტივაცია არსებობდა მისი პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების, შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა მე-18 მუხლი. ანუ მისი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს, იქ არ არის პირდაპირი მტკიცებულებები, იქ არის ძირითადად მხოლოდ მხოლოდ ირიბი ჩვენებები, ამის საფუძველზე დადგა უკანონო განაჩენი”, – თქვა გიორგი ჩივიაშვილმა.

იურისტ, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში სტრასბურგის სასამართლო საკმაოდ მძიმე კითხვებს სვამს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილებმა მე-18 მუხლზე, რომელის დარღვევასაც სტრასბურგი საკმაოდ იშვიათად ადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი – ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და მეორე, შეწყალების საქმე.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...