მთავარისიახლეებისაზოგადოებააზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Published on

 სააგენტო „თურანი“ ადვოკატ ელჩინ სიდიგოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუხტარლიმ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოსტზე მიყვანამდე მას მესაზღვრე არ უნახავს. ადვოკატის ინფორმაციით, მუხტარლიმ თქვა, რომ პირებს, ვინც ის დააკავა, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. მისივე თქმით, როდესაც ავტომანქანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მიუახლოვდა, ჟურნალისტის თანმხლებმა პირებმა ვიღაცას მოახსენეს, რომ „მოლა ჩამოდის და გენერალს შეუძლია მოვიდეს ქელეხზე“.ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ჟურნალისტის დაპატიმრებას გააპროტესტებს. სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოსთან ჟურნალისტს სამოქალაქო აქტივისტების დიდი ჯგუფი აპლოდისმენტებით მიესალმა.აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...