მთავარისიახლეებისამართალისუს: „რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა...

სუს: „რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა“

Published on

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შესახებ დღეს ენგურის ხიდზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, რაშიდ კანჯი ოღლი შიდა პატიმრობაშიც აღარ იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის ამ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება გამოთქვეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბრები გაგრძელდება როგორც გალის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში.

დე ფაქტო აფხაზეთის მიერ რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გაიგო გიგა ოთხოზორიას დედამ. ჯულიეტა ბერულავას გაცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული მხარის სუსტი მუშაობის შედეგია.

გიგა ოთხოზირიას დედა ამბობს, რომ მისი შვილი არა სურსათის გადატანისთვის მოთხოვნილი თანხის გამო დაწყებული კამათისას მოკლედ, არამედ მან რუსს ე.წ მესაზღვრეს არ აპატია ქართული პასპორტის შეურაცხყოფა. გარდაცვლილის დედა მოითხოვს საქმის ხელახლა გამოძიებას რათა დადგინდეს მკვლელობის მიზეზი, ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრას იმ სამ პირზე, რომლებიც, ჯულიეტა ბერულავას თქმით, მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

გიგა ოთხოზორია ერთი წლის წინ, 19 მაისს ხურჩის ე.წ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მასზე ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...