მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ დაგვებლოკა პატრიარქთან შესვლის უფლება, აღარ გვახვედრებენ პატრიარქს - თორნიკე მამალაძე

ჩვენ დაგვებლოკა პატრიარქთან შესვლის უფლება, აღარ გვახვედრებენ პატრიარქს – თორნიკე მამალაძე

Published on

უწმინდესმა ჩვენს ადვოკატებთან შეხვედრისას დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს და რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულის, მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ილია მეორე მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულის ოჯახს და ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ.თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დაკანოზის ოჯახს უწმინდესთან შეხვედრა სურს. ”როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, მას შეხვდნენ ჩვენი ადვოკატები. უწმინდესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს და რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, ის უნდა გათავისუფლდეს თავდებით და შეეკითხა ადვოკატებს, თუ როგორ ხდება ეს იურიდიულად. ჩვენმა ადვოკატებმა პატრიარქს აუხსნეს, რომ მამა გიორგის გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა მისი შუამდგომლობით, რაზეც პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს დაუდასტურა, რომ ის მზად იყო ამისთვის. ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, ჩვენ დაგვებლოკა პატრიარქთან შესვლის უფლება, აღარ გვახვედრებენ პატრიარქს. ახლაც საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ვითხოვთ პატრიარქთან შეხვედრას, რადგან პატრიარქი არის სულიერი მამა. ჩვენც, მამა გიორგის ოჯახიც სულიერი შვილები ვართ”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ ”რუსთავი2”-ის ეთერში.

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...