სირიის ქალაქ პალმირას მახლობლად “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე რუსეთმა საკრუიზო რაკეტებით მიიტანა იერიში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები ფრეგატ “ადმირალ ესენ”-იდან და წყალქვეშა ნავ “კრასნოდარ”-იდან განხორციელდა. რადიკალი ისლამისტების სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოთხი რაკეტა გაუშვეს. პალმირას აღმოსავლეთით ჯიჰადისტები მობილიზებას ქალაქ რაქადან გადასროლილი შეიარაღებით ახდენდნენ. სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ისლამისტებთან ბრძოლის საბაბით, რუსეთი რეალურად სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადს ეხმარება.
სიახლეები
სიახლეები
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ,...
საზოგადოება
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...
საზოგადოება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება
“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...