მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დღეს ბაქოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართება

„დღეს ბაქოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართება

Published on

დღეს ბაქოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართება.
 
აფგან მუხთარლის ბრალდება ორი მუხლით აქვს წაყენებული: საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დიდი ოდენობთ უცხოური ვალუტის კონტრაბანდისთვის.  აზერბაიჯანის კანონმდებლობით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 3 წლამდე პატიმრობაა, ხოლო კონტრაბანდის მუხლით 5 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
 
ამ ეტაპზე ბრალდების მხარე 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს – ამბობს ჟურნალისტის ადვოკატი ელჩინ ნამაზოვი – დაცვის მხარე კი   გირაოთი გამოშვებას ითხოვს. 
 
 მუხთარლის გატაცება თბილისში,  მის სახლთან  მოხდა.   ადვოკატი  ჟურნალისტის დაკავებასა და გატაცებას პოლიტიკურ ასპექტს და ჟურნალისტის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებს. 
 
,,საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის გარეშე აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა ვერ განხორციელდებოდა,ჩემი  მეუღლეს პასპორტი თან არ ჰქონია, თბილისში, სახლში აქვს.მივმართავ ქართველ სამართალდამცველებს კითხვით: „როგორ შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთოს?“  – აცხადებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა. მისი თქმით ეჭვებს აძლიერებს ის, რომ   ქართველი სამართალდამცველები არ აწვდიან მას ვიდეოჩანაწერს იმ ადგილიდან, სადაც აფგან მუხთარლის დაკავება მოხდა და არც მისი აყვანის ადგილს ასახელებენ.
 

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს. 

 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...