მთავარისიახლეებისაზოგადოებააზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საქართველოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საქართველოს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს

Published on

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ერთ-ერთი ადვოკატი ​ნემეტ კარიმლი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გაასაჩივრებს. ის საქართველოს მხარეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს – ამის შესახებ ადვოკატმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა მას დღეს, აზერბაიჯანის დროით, 18:00 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის მეტრო საჰილთან მდებარე შენობაში იმყოფება.ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის გადაცემა აზერბაიჯანისთვის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ.ოჯახის წევრების განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, გუშინ გაუჩინარდა.​ აფგან მუხტარლი, რომელიც სამშობლოში მწვავე თემების გაშუქებით იყო დაკავებული, 2015 წლის შემდეგ, იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო.ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, პერიოდულად მას აზერბაიჯანული სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ, რის შესახებაც საქართველოში სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდა. მისი თქმით, 26 მაისს მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უთვალთვალებდნენ, გუშინ კი, მეგობართან ერთად, ბარათაშვილის ქუჩაზე კაფეში იმყოფებოდა; 18:00 საათზე მეუღლეს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, გაუჩინარდა.
 
 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....