მთავარისიახლეებიპოლიტიკამერია ქალაქის ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

მერია ქალაქის ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

Published on

ქალაქ ზუგდიდის მერია ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ გუშინ, ქალაქის ტერიტორიაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატების გაკვრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 
უწყება აფრთხილებს  ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა თუ საარჩევნო სუბიექტებს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯების შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. 
ქალაქ ზუგდიდის მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური პერიოდულად ახორციელებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას, შეუსაბამო ადგილებსა და ობიექტებზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სარეკლამო განცხადებებისა და პლაკატებისაგან გაწმენდას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცალკეულ ადგილებში მდებარე გარე განათების ბოძებზე და სხვა ობიექტებზე, დღეის მდგომარეობით კვლავ თვითნებურად არის განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კომერციული და სხვადასხვა თემატიკის ინფორმაციების მატარებელი პლაკატები.
 ქალაქ ზუგდიდის მერია ამ ეტაპისათვის იღებს ვალდებულებას, ჩამოხსნას ზემოაღნიშნული  სააგიტაციო თუ სხვა სახის სარეკლამო პლაკატები და აფრთხილებს ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა თუ საარჩევნო სუბიექტებს,  რომ ქალაქის იერსახის დამახინჯების შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ გაატარებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციებს" – აღნიშნულია განცხადებაში,რომელიც ცოტა ხნის წინ, ქალაქ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...