მთავარისიახლეებისამართალისახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება

Published on

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება.”ეს არის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება. ჩვენ გვაქვს წვდომა ხელისუფლების და თვითმმართველობის ყველა ორგანოზე, პენიტენციურ დაწესებულებაზე, სამხედრო ქვედანაყოფებზე, აბსოლუტურად ყველა შენობაში ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და დავაკვირდეთ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას. ზედამხედველობის გაწევა ჩვენი უფლებამოსილებაა”, – განაცხადა ნანუაშვილმა. ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან წინა სხდომაზე, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები დახურა. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც საქმეზე ბრალდებულია. მან წინა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ასევე მოსთხოვა ადვოკატებს, მათაც დაეტოვებინათ დარბაზი. დეკანოზის მოთხოვნის საფუძველზე დარბაზი ბრალდებულის ინტერესების დამცველებმაც დატოვეს, რის გამოც სასამართლო პროცესი ჩაიშალა.დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს დეკანოზის ორი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი დაესწრება. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ. 
დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან. 

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...