მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ნახეთ ვიდეო, თუ გინდათ ცოტათი გახალისდეთ.'' - მიხეილ სააკაშვილის მზარდი რეიტინგები...

,, ნახეთ ვიდეო, თუ გინდათ ცოტათი გახალისდეთ.” – მიხეილ სააკაშვილის მზარდი რეიტინგები და ხელისუფლებ(ებ)ის იაფფასიანი ტრიუკები (Video)

Published on

 უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მზარდი რეიტინგები ხელისუფლებას სხვა გზას არ უტოვებს, გარდა უბადრუკი მცდელობისა  წვრილ – წვრილი მარიონეტების მიგზავნით შეუშალოს მას ხელი მოსახლეობასთან შეხვედრებში.
ამ თვალსაზრისით,   პოროშენკოს მარიონეტის გამოხდომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში, ვილკოვოში და რუს- ქართველი ოლიგარქის მარიონეტის, ვინმე ანანიძის  გამოხდომა თვითმფრინავში ერთი ჯაჭვის რგოლებად შეიძლება იქნას განხილული – როგორც ჩანს, ვერც უკრაინის და ვერც საქართველოს ხელისუფლებაში ვერ ეშვებიან ოცნებას იაფფასიანი ,,ტრიუკებით''  ხელყონ მიხეილ სააკაშვილის მზარდი ავტორიტეტი უკრაინელი და ქართველი ხალხის თვალში. 
 
,, დღეს ვილკოვოში ჩამოვედი იმ გზების შესამოწმებლად, რომელიც უდიდესი ძალისხმევით გამოვგლიჯე ხელისუფლებას გასულ წელს. უკრაინის პრეზიდენტმა 26 რიცხვში გააკეთა განცხადება ამ გზის მშენებლობის დასრულების შესახებ, თუმც ეს ბოლომდე სიმართლე არ აღმოჩნდა, მართალია პირველი ფენა დაგებულია, მაგრამ მეორე ფენას ახლა აგებენ და თანაც უკვე გაკეთებული საგაზაო ნიშნულების ზემოდან.
ვილკოვოში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, მოსახლეობა ჩვენთან ერთად იბრძოდა ამ გზისთვის და მადლიერები არის რომ გზა ბოლოს და ბოლოს მაინც კეთდება. მე შემოვიარე მთელი ქალაქი და ვერ ვიპოვე ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ არის ჩვენი მადლიერი.
ასეთი თბილი დახვედრით შეშფოთებულმა ხელისუფლებამ, ჩემი ჩამოსვლიდან 4 საათში, რაიონული ცენტრიდან სასწრაფოდ რაისაბჭოს წარმომადგენელი გამოაგზავნა, ეს ის ტიპი აღმოჩნდა, რომელსაც ჩემი გუბერნატორობის დროს ცაში ავყავდი, რომ მე მოვახერხე ამ გზის დაფინანსების მოპოვება. დღეს კი ის ხელისუფლების ლოზუნგებს ახმოვანებდა, თანაც რატომღაც დრო და დრო პეტრე ალექსეევიჩით მომმართავდა და ეს ყველაფერი ხდებოდა იქ შეკრებილი მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ ზიზღნარევი და დამცინავი სიცილის ფონზე.
უკრაინის მოსახლეობა უკვე ყველაფერს ხვდება და ხელისუფლების ძველი ტრიუკები აღარ მოქმედებს.''- წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე და პოსტს ურთავს  ვილკოვოში მომხდარი მცირე ინცინდენტის ვიდეოჩანაწერს:
,, ნახეთ ვიდეო, თუ გინდათ ცოტათი გახალისდეთ. – დასძენს იგი
 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...