მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო

Published on

მე-18 პარაგრაფს, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებაზეა საუბარი, დაემატა გადაადგილების თავისუფლების მოთხოვნა.- ამ რედაქციით მიიღო  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე .
 
 დეკლარაციის ტექსტში დამატების შეტანა კენჭისყრამდე ქართულმა დელეგაციამ კერძოდ, ქართული დელეგაციის წევრის, სოფიო ქაცარავამ   მოითხოვა.
 
„რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ამიტომ გვინდა დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 
 
ქართული დელეგაციის მოთხოვნას სრულად დაუჭირა მხარი დეკლარაციის მომხსენებელმა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად ასამბლეის წევრებმა დეკლარაცია შესაბამისი დამატებით მიიღეს.
 

სიახლეები

EP-უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს

Европейская правда ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2...

Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა – მედია

Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City...

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...