მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილზე: არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოყოფს ცხვირს, დააყენებს ტყუილების...

ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილზე: არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოყოფს ცხვირს, დააყენებს ტყუილების კორიანტელს, გააჩაღებს აღებ-მიცემობას და მერე შარშანდელი თოვლივით იკარგება

Published on

ცოტნე გამსახურდია  გაუგებრობაში ჩარჩენილებისთვის  ,,მარტივად'' ხსნის,  რას ერჩიან საქართველოში  ბიძინა ივანიშვილს.
 
„ერთი მეგობარი მეკითხება, რას ერჩით ბიძინა ივანიშვილს, რა ქნას, ამ ერთმა კაცმა ააშენოს ქვეყანაო?“„მართლა ვერ ხვდებით, რას „ვერჩით“? – წერს ცოტნე გამსახურდია თავის ფეისბუქგვერდზე – ვერჩით იმას, რომ ყველაფრის გაკონტროლება უნდა და თან – ამის უსასრულოდ გაგრძელება!
 
ვერჩით იმას, რომ ჩაკეტილი აქვს მთელი პოლიტიკური სისტემა და ქვეყანა ერთ დიდ ბაზრობად უნდა აქციოს და თავის კარ-მიდამოდ!
 
ვერჩით, რომ მხოლოდ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოყოფს ცხვირს, დააყენებს ტყუილების კორიანტელს, გააჩაღებს აღებ-მიცემობას და მერე შარშანდელი თოვლივით იკარგება, და მხოლოდ საკუთარ ბიზნეს-იმპერიაზე ზრუნავს!
 
ვერჩით უამრავ ტყუილს, უსამართლობას, უთანასწორობის დამკვიდრებას და გარეწრების აღზევებას, სამართლიანობის ცნების დევალვირებას, საქართველოს პროვინციალიზაციას საგარეო პოლიტიკურ არენაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას და კორუფციის და არაფორმალური ურთიერთობების აყვავებას!
 
კიდევ მოგახსენოთ, თუ საკმარისია?”-წერს ცოტნე გამსახურდია.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....