მთავარისიახლეებიკონფლიქტებითემურ ნადარაია გალის ქართველობას ურჩევს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთის მოქალაქის...

თემურ ნადარაია გალის ქართველობას ურჩევს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთის მოქალაქის სტატუსის მისაღებად

Published on

"აფხაზური პასპორტების გაცემას ართულებს ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. იმისთვის, რომ მათ მიიღონ აფხაზური პასპორტი, აუცილებელია უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ოფიციალური თბილისი უარს ეუბნება აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებს  საქართველოს მოქალაქეობის ანულირებაზე იმ მოტივით, რომ  აფხაზეთის ყვეა მცხოვრები  ავტომატურად   საქართველოს მოქალაქეა." – განაცხადა გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ  აფხაზურ ტელევიზიის ეთერში. 
 
 აუცილებელია გამოინახოს გამოსავალი, რომელიც გალელებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღებას გაუმარტივებს – მე ვთავაზობ გალელებს გამოსავალს – მათ უარი უნდა განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე რუსეთის მოქალაქეობის მიღების მოტივით. ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე ვერაფერს გახდება. რუსეთის მოქალაქეობის მიღების მერე, გალელები თავისუფლად მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას, ვინაიდან ყველა აფხაზს აქვს რუსეთის მოქალაქეობა", – ასეთი "გამოსავალი" შესთავაზა თემურ ნადარაიამ გალის ქართველობას. 
 
"ეს განცხადება არის რუსეთის სატყუარა, რაც პირდაპირ მიბმულია გალის რაიონში და საერთოდ, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გალის მოსახლეობამ დღემდე შეძლო იდენტობის შენარჩუნება, გაუძლო ათასგვარ განსაცდელს, შეინარჩუნა ქართველობა, რაც აფხაზებს და უფრო რუსებს დიდ დისკომფორტს უქმნის, რუსეთს უნდა სრულად აკონტროლოს აფხაზეთი. დღეს აფხაზეთში მხოლოდ 21 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, ქართველი კი 46 ათასია. თუ რუსული მხარე აფხაზების დახმარებით შეძლებს ამ მოსახლეობის რუსიფიკაციას, მაშინ რუსეთს სრულად გაეხსნება ხელ-ფეხი, ნებისმიერი კონფლიქტის პროვოცირების შემთხვევაში, არგუმენტირებულად შევიდეს გალშიც და განაცხადოს, რომ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ქართული მხარის აგრესიისგან", – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს სპეციალისტი გულიადა ჭკადუა.
 
"რუსული მოქალაქეობა აფხაზეთში მცხოვრებს აძლევს სოჭის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების და ვაჭრობის საშუალებას, ასევე, რუსული პენსიის აღების შესაძლებლობას, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე აფხაზური პენსია. თემურ ნადარაიას განცხადება არის ერთგვარი ტესტიც, წამოეგებიან თუ არა ამ სატყუარაზე გალელები. აქამდე ამას ჰქონდა ფრაგმენტული ხასიათი, ახლა უკვე მიზანმიმართულ ხასიათს იძენს, იმედი მაქვს, რომ გალის რაიონის მოსახლეობა არ წამოეგება ამ პროვოკაციას და უარს იტყვის ამ შემოთავაზებაზე, ჯობია ჰქონდეთ ბინადრობის უფლება და შეზღუდული უფლებები, ვიდრე დააკანონონ ანექსია და ხელი შეუწყონ რუსეთს მზაკვრული გეგმის განხორციელებაში – დასძენს გულიადა ჭკადუა.
 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...