მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაოლო ალი: „ასამბლეა მუდმივად გმობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას...

პაოლო ალი: „ასამბლეა მუდმივად გმობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას რუსეთის მიერ. საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრი უნდა გახდეს”

Published on

რუსეთის მცოცავი ანექსია მიუღებელია. ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი, ყოველდღიურად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს, რათა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა და ზეგავლენა აქ.'' –  განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას .
 
როგორც პაოლო ალიმ განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრტიორიტეტია. „ასამბლეა მუდმივად გმობს  აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის.მიუღებელ ოკუპაციას რუსეთის მიერ და მის მცდელობას  საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს.
 
,,ჩვენ დეკლარაციაში ამაზე გვექნება მტკიცე განცხადება. ეს იქნება ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატულება იმისა, რომ საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრი უნდა გახდეს. იმედი მაქვს, დეკლარაცია უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჩვენ კონსოლიდირებული აზრი გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაოლო ალიმ.
 
მისივე თქმით, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავ ზღვის რეგიონში და ეს და სხვა დამცავი ზომები წარმოადგენს ძლიერ დემონსტრირებას ნატო-ს სოლიდარობისა რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ. ამ კონტექსტში იგი შეეხო  ნატო-ში 
მონტენეგროს გაწევრიანებას, რაც   მნიშვნელოვანია  საქართველოსთვის და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის. ,, ეს არის სიგნალი, რომ ნატო-ს კარები მართლაც ღიაა და ვერანაირი ზეწოლა გარედან ამ ქვეყნებს ხელს ვერ შეუშლის, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ'' –განაცხადა პაოლო ალიმ.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...