მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავარი პროკურორისგან განმარტებას ითხოვს

“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავარი პროკურორისგან განმარტებას ითხოვს

Published on

"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავარი პროკურორისგან განმარტებას ითხოვს, ჟურნალისტის თქმით, პროკურატურამ იმ სახლის პატრონები დაიბარა, სადაც ელისო კილაძე ქირით ცხოვრობს. კილაძის განმარტებით, სამართალდამცვები სახლის ინტერნეტით დაინტერესდნენ:მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას:
რატომ ყავდათ სამი დღის უკან მთავარ პროკურატურაში დაბარებული იმ სახლის პატრონი,სადაც მე ვცხოვრობ ქირით და რატომ უსვამდნენ მას კითხვებს სახლის ინტერნეტთან დაკავშირებით?!
რა ახალი სპეცოპერაცია აქვს დაწყებული მთავარ პროკურატურას და სუსს?!
ჩემი შვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადება არ იკმარეთ და ახლა დამატებით რას ხლართავთ ?!
რაკი იმ ბინაში მე ვცხოვრობ,მაქვს უფლება ვიცოდე რა ხდება.
ასევე დახმარებისთვის მივმართავ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
ასევე მზად ვარ სახლის ლეპტოპი ნებაყოფლობით გადავცე ნებისმიერი სახის ექსპერტიზას.(რამე ბოდვა რომ არ მოგივიდეთ თავში)
სამშაბათს საგანგებო ბრიფინგს ჩაატარებ .მივმართავ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს !!!!
ველოდები მთ.პროკურატურის კომენტარს-იმედია,კოლეგებიც დამეხმარებიან !!!!"-წერს კილაძე ფეისბუკის გვერდზე

სიახლეები

ოცნებამ” ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია- ზურა ჯაფარიძე

"ოცნებამ" ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...

საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს-მარტა კოსი

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" კითხვაზე...

ქუთაისში პოლიციის შენობას ესროლეს

ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ისროლეს - ფაქტს შსს...

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება-სამინისტრო

"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“...