მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპული საქართველოს" პირველ ყრილობაზე პარტიის ხელმძღვანელი ორგანო აირჩიეს

“ევროპული საქართველოს” პირველ ყრილობაზე პარტიის ხელმძღვანელი ორგანო აირჩიეს

Published on

ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე, ახალი გენერალური მდივანი და ახალი სახელწოდება – ასე დასრულდა დღეს სპორტის სასახლეში ევროპული საქართველოს პირველი პარტიული ყრილობა.სწორედ ამ ყრილობით დაიწყო ევროპულმა საქართველომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება. ასევე დღეს გადაწყდა, რომ პარტიის სახელით თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება.დავით ბაქრაძეს დელეგატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. კანდიდატები დელეგატებმა ხმის მიცემით აირჩიეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უმეტესობამ მხარი გიგა ბოკერიას დაუჭირა. გენერალურ მდივნად კი – გიგი უგულავა დასახელდა.ყრილობაზე დასასწრებად ევროპული საქართველოს მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.ევროპული საქართველოს ყრილობაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით კონკურენტი პარტიის წარმომადგენელიც გამოჩნდა. მამუკა კაციტაძის განცხადებით, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის ნებისმიერი ახალი ძალის გამოჩენას მხარს უჭერს.“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრებად ზუგდიდელი პარლამენტარები ლელა ქებურია, თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია იქნენ არჩეული. პოლიტსაბჭოს წევრებს შორისაა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელიაც.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...