რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, პროვოკაციულსა და დაუსაბუთებელს უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.„ტალინის ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულსა და დაუსაბუთებელს. რა თქმა უნდა ეს არ დარჩება ადეკვატური პასუხის გარეშე. ესტონეთის ხელისუფლების მიერ ღია მტრული აქცია, კიდევ უფრო გაართულებს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ტალინის მიერ ისედაც ჩიხშია მოქცეული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. მასში, ასევე, აღნიშნულია, რომ მომხდარი მხოლოდ ადასტურებს ესტონეთის მთავრობის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ინტერესებს.გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს, დიმიტრი კაზენოვს და კონსულ ანდრეი სურგაევს ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ. ამის შესახებ Postimees იუწყება.
სიახლეები
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს
დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...
საზოგადოება
წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება
„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...
სიახლეები
ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს
პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება...
საზოგადოება
მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე
პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...