მთავარისიახლეებიპოლიტიკასამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა არ ადასტურებს

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა არ ადასტურებს

Published on

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის და გუნდში ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები. ჯეჯელავამ ზოგადად აღნიშნა, რომ თუ რომელიმე თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი, თავის მოვალეობებს ვერ შეასრულებს, აუცილებლად მოყვება სტრუქტურული ცვლილებების პროცესში.”სანამ მე მაგალითად ჩემს მოვალეობას ვასრულებ კეთილსინდისიერად და ვახერხებ იმ ამოცანების შესრულებას, რაზეც ვარ შეთანხმებული მთავრობასთან, იმ უწყებებთან, ვისთანაც მაქვს ანგარიშვალდებულება, მანამ აუცილებლად უნდა ვიყო თანამდებობაზე მეც და სხვებიც. ამის შემდეგ თუ მოხდა, რომ მე ვერ შევასრულე ეს ვალდებულებები, რა თქმა უნდა აღარ უნდა ვიყო თანამდებობაზე. კონკრეტული ცვლილებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის და გუნდში ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა, პირობას გაძლევთ, ნებისმიერი მოხელე, მინისტრიდან დაწყებული, რომელიც რაიმე მიზეზით თავის მოვალეობებს არ ან ვერ შეასრულებს, აუცილებლად მოყვება ამ სტრუქტურული ცვლილებების პროცესში”, – აღნიშნა ჯეჯელავამ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...