მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაკვეთილები მარგველაშვილისაგან შინაგან თავისუფლებაზე, ,,ჩარეცხილებსა'' და სხვებზე

გაკვეთილები მარგველაშვილისაგან შინაგან თავისუფლებაზე, ,,ჩარეცხილებსა” და სხვებზე

Published on

  ”ჩვენ ცოტა ხნის ისტორიასაც გადავხედოთ, დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა – ”ჩავრეცხოთ, განვდევნოთ, არ გვინდა”, იმდენჯერ ეს ცუდად დაგვბრუნებია. ამიტომ უზენაესი ღირებულება თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლებაა. ეს სჯეროდათ ჩვენ წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ასე განვაგრძობთ სვლას მომავალში. პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალიც ასეთ ფრაზაში – ”სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი ცხოვრებისეული მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, როცა   თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლებაზე ,როგორც  უზენაეს ღირებულებაზე, ილაპარაკა.
 
,, გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმულ სიტყვაშიც კი რომ  არ ახსენებს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, უკვე შევეჩვიეთ, შევეჩვიეთ იმასაც, რომ ახსენებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. ასე იყო დღესაც. საქართველოს პირველ და მესამე პრეზიდენტებს, რომელთაგან ერთმა თავისი მხრებით ზიდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და რეალობად აქცია იგი, ხოლო მეორემ ევროპული ღირებულებების სიმაღლეზე აზიდა და ააშენა პრეზიდენტ  შევარდნაძისა და რევანშისტების  მიერ დაქცეული ქვეყანა,  ბევრი რამ მოუსმენიათ, ამასაც ,,გადაიტანენ''. მაგრამ,  აი, რა ფასი  აქვს გაკვეთილებს  კაცისგან, რომელიც პრეზიდენტად რუსმა ოლიგარქმა დასვა და მისი შინაგანი თავისუფლების ხარისხიც კი ამავე ოლიგარქის შკალით იზომება, დასაფიქრებელია'' – წერს  დაფიქრებული მოქალაქე სოციალურ ქსელში. 
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....