მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 300-ზე მეტი წვევამდელი ფიცს დადებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 300-ზე მეტი წვევამდელი ფიცს დადებს

Published on

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ფიცს დადებს.ფიცის დადების ცერემონია 12 ლოკაციაზე  ერთდროულად ჩატარდება. რაც შეეხება პირად შემადგენლობას, მონაწილეობას მიიღებენ სავალდებულო სამსახურის ახალწვეულები და სხვადასხვა ქვედანაყოფები.საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს. საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. „ფიცის დადების შემდეგ სულ სხვა დატვირთვას გრძნობ, სულ სხვა შემართებაა, გარკვეულწილად უკვე შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილად თვლი თავს. პასუხისმგებლობა ერთგვარად იგრძნობა. დარწმუნებული ვარ, თითოეული სამხედრო მოსამსახურე იქნება ამ პასუხისმგებლობით მას შემდეგ რაც ისინი ფიცს დადებენ,“ – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ოფიცერმა ემზარ სვანიძემ.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ქართული წარმოების სამხედრო მანქანები და მათი დათვალიერების საშუალება მოქალაქეებს ექნებათ.

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...