თბილისში დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პარლამენტში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ქართული და უცხოური მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები. პლენარული სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, ასამბლეის თბილისის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენმიულერი და უკრაინის „ვერხოვნა რადას“ თავმჯდომარე ანდრიი პარუბი. პლენარული სხდომის დასასრულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 29 მაისს დასრულდება.ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი მონაწილეობს.
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...
საზოგადოება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...