სანამ მთავრობა შრომის უსაფრთხოების ნორმებზე მსჯელობს, დღეს კიდევ ორი მუშა დაშავდა

0
420
დღეს გარდაბანში, თბილსრესის 2 თანამშრომელი, ელექტროსადენების შეკეთებისას დაშავდა. თბოელექტროსადგურის მუშებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დენმა დაარტყა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფაქტზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
 
ბედის ირონიით, დღეს მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი შრომის უსაფრთხოება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი წარადგინა, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას უფლება ექნება საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევის შემთხვევაში სანქციები გაატაროს.
 
„ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები. ამ ნორმების დაცვაზე იზრუნებენ პასუხისმგებელი სტრუქტურები თუ თანამშრომლები. გაწერილი არის რომელ ინდუსტრიაში რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და ასევე გაწერილია სანქციები, რომლებიც ამ ნორმების შეუსრულებლობას მოჰყვება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
წინა სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: “ვენაცვალე” ბიძინა ივანიშვილს. იძახა, პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ, თუ არ არის”
შემდეგი სტატიაირაკლი მელაშვილი: რას ნიშნავს ქალაქი, რომელსაც არ აქვს თვითმმართველობა?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური