მთავარისიახლეებისაზოგადოებანანუკა ჟორჟოლიანი: "ვენაცვალე" ბიძინა ივანიშვილს. იძახა, პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ვენაცვალე” ბიძინა ივანიშვილს. იძახა, პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ, თუ არ არის”

Published on

 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე  ფარცხალაძე – თორდიას საქმეს ეხმაურება/
 
"ხელისუფლებამ მითხრა ერთი წლის წინ, თორდია იარაღით დარბოდა კაფეშიო. ეს ამბავი არ გავახმაურე, იმიტომ რომ ეგ ის ბიჭია, ხათია ბუნიათიშვილისთვის ნაყიდი თაიგული და იუშენკოს ჩაის ფული რომ დაუთვალა პრეზიდენტს სააკაშვილსო. ხო, მართლა, იუშენკო იხვეწებოდა დამაბრუნებინეთ ჩაის ფული, თქვენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდაო. მაგრამ ეს სხვა თემაა.
დავუბრუნდეთ 1 წლის წინ მომხდარ ამბავს.
ხოდა, ერთი წლის წინ მომხდარი ხულიგნობა დავფარე, მაგრამ ფირი შევინახე და გამომადგა კიდეცო, ხელისუფლებამ თქვა, კიდევ უფრო მეტი ხულიგნობა რომ გადამეფარაო.
არადა ვერ გადაიფარება.
თორდია რომ ხულიგანია, სულაც არ ნიშნავს რომ ფარცხალაძე არაა იგივე. მაგრამე ესეც სხვა თემაა.
 
პრეზიდენტს რომ ვეღარ ვირჩევთ და ყველა სოფლელი გახდა, ეს არის საინტერესო. "ვენაცვალე" ბიძინა ივანიშვილს. იძახა პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ თუ არ არის" – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...