მთავარისიახლეებისამართალითურქეთში მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვს

თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვს

Published on

თურქეთში, წამებით მოკლული 34 წლის ქართველი ქალი  ელენე გოქაძე  საქართველოში გადმოასვენეს , ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში. 
 
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელი  ცხელ კვალზე  დააკავეს ტრაპზონში. იგი თავისი მსხვერპლის  მეზობელი  მამაკაცი აღმოჩნდა.მან პირველივე ჩვენებაზე აღიარა დანაშაული.  
.ახლობლების თქმით  ცხედარი დასახიჩრებულია და  წამების კვალი აღენიშნება. სავარაუდოდ,  მკვლელი ფსიქიკურად იყო დაავადებული. 
 
,, თურქეთიდან ექსპერტიზის ფურცელი ჩამოგვივიდა, სადაც წერია, რომ ელენე მოკლულია. ელენე რომ მოკლულია, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მაგრამ ოჯახის კითხვები არის ის, რომ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ჩვენი გოგოს მკვლელობა. ქართულ და თურქულ მხარეს გამოძიების მეტად დაინტერესებისკენ მოვუწოდებთ“ –  აცხადებს მოკლულის ოჯახი და თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 
 
 სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი ფაცის რაიონში,  საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ახალგაზრდა ქალს ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი.
ახლობლები ამბობენ, რომ ელენე გოქაძე თითქმის ათი წელია  თურქეთში  მუშაობდა და საქართველოში ოჯახს არჩენდა.

 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...