მთავარისიახლეებიკონფლიქტებიტარას შამბა რუსეთის მიმართ აფხაზთა ნეგატიურ განწყობებზე საუბრობს და გამოსავალს ეძებს

ტარას შამბა რუსეთის მიმართ აფხაზთა ნეგატიურ განწყობებზე საუბრობს და გამოსავალს ეძებს

Published on

“აფხაზ-აბაზინთა ხალხის მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ტარას შამბა ავრცელებს მიმართვას აფხაზეთის პოლიტიკური ელიტისა და   საქმიანი და შემოქმედებითი საზოგადოებისადმი, რომელშიც მოუწოდებს მათ ხელი შეუწყონ რუსეთისადმი  აფხაზთა განწყობებში გაჩენილი და მზარდი ფსევდოტრადიციულობითშენიღბული,  ნეგატიური დამოკიდებულებების განმუხტვას რუსეთთან ფარტომასშატაბიანი დიალოგით.
 
ტარას შამბა ცდილობს ახსნას რას ემართლებიან რუშეთს ფსევდოპატრიოტები და რაშია სინამდვილეში აფხაზეთში შექმნილი მძიმე   სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის მიზეზები – რუსეთის უმოქმედობაში და დაპირებების შეუსრულებლობაში თუ თავად აფხაზეთის პოლიტიკური წრეებისა და მტლიანად აფხაზეთის საზოგადობის მიერ  ბოლო სამი წლის განმავლობაში  გადატანილ შიდაბრძოლებში. იგი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საბედისწერო  მომენტზე, რომელმაც შიდააფხაზური  ურთიერთდაპირისპირება  კინაღამ სამოქალაქო ომში გადაზარდა. 
 
კერძოდ, ტარას შამბა აანალიზებს  2014 წლის მაისის ცნობილი მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვა პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის იძულებითი ვადამდელი გადადგომა.აფხაზეთის ეკონომიკაზე  იმ  ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზემოქმედებას,   რომელშიც 2014  წლიდან აღმოჩნდა რუსეთი, და  ხელისუფლების და ოპოზიციის გაუთავებელ  და დამანგრევებელ დაპირისპირებას, რომლის კულმინაცია გახდა 2016 წლის 15 დეკემბრის შეტაკება, რომელიც კინაღამ  სამოქალაქო ომში გადაიზარდა. – ჩვენი სამშობლო ბოლო წლებში  რამდენჯერმე მიუახლოვდა ზღვარს, რომლის მიღმა იყო არა თუ ამა თუ იმ მასშტაბის  პოლიტიკური კრიზისი, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის კრახის  რეალური საშიშროება.'' -აცხადებს იგი. 
 
რაც განსაკუთრებით საინტერესოა, შამბა კრიზისის ერთერთ ძირითად მიზეზად ასახელებს აფხაზეთის  მოუგვარებელ ურთიერთობებს   მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთის  ფედერაციასთან და შიდაკონფლიქტებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთა შორის. 
 
,, ჯერ ერთი, არ უნდა გვავიწყდებოდეს 1996-1999 წლების საერთაშორისო ბლოკადა, რომელმაც მხოლოდ გააძლიერა ნეგატიური მოვლენების კონსერვაცია აფხაზეთის ომისშემდგომ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში – 
 ომში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ  არ მოგვეცა საშუალება პოლიტიკურად გაგვემყარებინა ჩვენი წარმატება –  ელცინის რუსეთისა და დასავლეთის კურსმა, რომელიც ხასიათდება  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, არ მოგვცა შანსი მიგვეღწია აფხაზეთის ნაწილობრივი საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარებისთვის. აქედან გამომდინარე, დიდხანს ვცხოვრობდით  „ცივი“ ომის მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაზრდილიყო „ცხელში“.
 
მეორეც –  ნებისმიერი ომი იწვევს საზოგადოების კრიმინალიზებას, მისი ძირითადი ინსტიტუტების დეგრადაციას, სამართლებრივი ცნობიერების მკვეთრ ვარდნას ყველა სოციალურ ფენისა და ჯგუფში. მაგრამ, ერთია,  როდესაც გამარჯვებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დაამაგროს თავისი გამარჯვების შედეგები კანონიერი, პოლიტიკურ-სამართლებრივი გზით,  და სულ სხვაა, როდესაც დე ფაქტო გამარჯვებული ვალდებულია ხანგრძლივად და გამუდმებით აღწევდეს გამარჯვების შედეგების ლეგიტიმაციას დეიურე. '' – წერს ტარას შამბა. 
 
გასაგებია, რომ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობა გვიწევდა ,  „ალყაშემორტყმული ციხის“ სიტუაციაში, მუდმივი გარე საშიშროებისა და გაურკვეველი პოლიტიკური სტატუსის პირობებში,  უპირატესად გვიხდებოდა რეაგირება გარე ფაქტორებზე და  ნაკლებად –  იმ მნიშვნელოვანი საკითხების  მეორე პლანზე გადატანა, რომელთა  გადაჭრას დროს ვანდობდით, თუმცა კი დაუყოვნებელ გადაჭრას ითხოვდა, რადგან ადამიანების ბედთან იყო დაკავშირებული.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ საძირკველი ჩავუყარეთ  ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგრამ არ შევავსეთ ისინი კონკრეტული პრაქტიკული შინაარსით.
ახლა კი ამ ყველაფერმა თავი იჩინა და ჩვენ წავაწყდით  აბსურდულ სიტუაციას, როდესაც გვაქვს გაცილებით თანამედროვე პოლიტიკური სისტემა აფხაზეთში, მაგრამ   რეალურად არა გვაქვს გაცნობიერებული, რომ  სამოქალაქო სამართლის სფეროში ვცხოვრობთ არათუ  საბჭოთა კავშირის, არამედ უკვე დიდი ხნის გამქრალი და აწ უკვე  არ არსებული ქართული სსრ – ს კანონებით!  აღარაფერს ვამბობ იმ მნიშვნელოვან განხეთქილებაზე, რომელიც არსებობს სამართლებრივი მოწესრიგების საქმიანობის სახელმწიფო დაწესებულებებს (პრეზიდენტი, მინისტრების კაბინეტი და ა.შ.) შორის და იმაზე, თუ როგორაა შემუშავებული იმ ცხოვრებისეული სფეროების სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც შეეხება ჩვენი რესპუბლიკის თითოეული მკვირდის ყოველდღიურ არსებობას (შრომის უფლება, საცხოვრებო უფლება და ა.შ.).
 
 ეს ამოცანა, ბოლო 9 წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ დავძლიეთ. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ უკეთ ვიბრძვით,  ვიდრე ვაშენებთ.
ამას აქვს თავისი მიზეზი – ჩვენ ერთდროულად გვიწევდა ბრძოლა მტრულ  საქართველოსთან,და  ჩვენი საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობა, ამიტომ ვერა და ვერ მოვიცალეთ   მოვიცალეთ განგვესაზღვრა ახალი, „ომისშემდგარი“ თამაშის წესები და დაგვეწერა მათთვის შესაბამისი ახალი კანონები. ამის ნაცვლად, ჩვენ ჯერ იყო და დიდხანს და ხმაურიანად ვიყავით დაციკლული  თავად აღიარების ფაქტზე, ხოლო  შემდეგ ძალიან ღრმად ჩაგვითრია  უსარგებლო  კონკურენციამ   ერთმანეთს შორის.
 
არ დაგიმალავთ, ამ ყველაფერს ემატება  გარკვეული  ,,ხეშეში'' და  სამწუხარო გაუგებრობები რუსეთთან, როგორც ჩვენს მთავარ მოკავშირესთან და სტრატეგიულ პარტნიორთან,  ურთიერთობაში. ადრეც და დღესაც ბევრ ჩვენგანს არა აქვს გაცნობიერებული, რომ აღიარება გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე გვაკისრებს გარკვეულ  პასუხისგებლობას და ვალდებულებებს.  ჩვენ გვიწირს ვაღიაროთ, რომ ანგარიში უნდა გავუწიოთ  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც, რომელსაც ასევე ჰონდეს საკუთარი აზრი და ინტერესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს  ჩვენს შორის არსებული  პრობლემები, მათ შორის  რესპუბლიკის უძრავი ქონების ბაზრის დარეგულირების საკითხი.
 
სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ ყველგან და ყოველთვის ვალდებულნი ვარ  პირდაპირ გადმოვიღოთ რუსეთის გამოცდილება,  მოვისმინოთ და უკრიტიკოდ მივიღოთ  მოსკოველი პარტნიორების აზრი, მაგრამ არც   უკიდურესობებსი  გადავარდნა გვარგებს – მიუღებელია უხმო და ბრმა  მორჩილება  „უფროს ძმისადმი“, მაგრამ ასევე მიუღებელია თვითმიზნური ოპონირება – მოსკოვის ყველა შემოთავაზების „მტრულად“  მიღება  და ამის გამართლება ცრუ ტრადიციონალიზმით.
 
პრობლემა მდგომარეობს არა რუსეთში, არამედ ჩვენს ინერტულობაში, უინიციატივობაში, რასაც ვავლენთ ზოგადად ყველაფერში და განსაკუთრებით  ჩვენი შიდაცხოვრების   რთული  საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებაში. ეს პირველ რიგში ეხება საკითხებს, რომელიც აღძრავს   ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისადმი  წინააღმდეგობის გრძნობას  და ამძაფრებს  მის  მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას- იქნება ეს უკვე ხსენებული უძრავი ქონების ლიბერალიზაცია ბაზრზე თუ სხვა საკითხები.
 
ამიტომ დღეისათვის, ჩემი აზრით, უმთავრესი ამოცანაა აფხაზეთს სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ნორმალიზება, დარაც მნიშვნელოვანია –  ჩვენს პარტნიორებთან კონფლიქტების დაუყოვნებლივ შეჩერება. 
უნდა აღდგეს რუსეთთან სრულმაშტაბიანი დიალოგი  ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე,  პოზიციების დასაახლოებლად და ურთიერთმისაღები კომპრომისების მისაღწევად''- წერს აფხაზ-აბაზინთა ხალხის მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი  ტარას შამბა

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...