მთავარისიახლეებისამართალიპოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა

პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა

Published on

კრიმინალურმა პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, მუსტაფა ჩაბუკის დაპატიმრება თურქეთის მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა.ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად თვლიან და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. „მიზეზი სავარაუდოდ, თურქეთიდან მომდინარეობს, გუშინ თუქრეთის დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, დღეს დილით დააკავეს ჩემი მეუღლე. გამომძიებლებმაც მითხრეს, რომ ქართული მხარე მუსტაფას სამართლებრივად არაფერს ედავება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, სწრაფად მოახდინონ რეაგირება და არ გადასცენ უდანაშაულო მუსტაფა ჩაბუკი თურქეთს,“ – განაცხადა მუსტაფა ჩაბუკის მეუღლემ, თუფა კანდემირ-ჩაბუკიმ. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან.მუსტაფა ჩაბუკი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის საქართველოში უკვე 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...