მთავარისიახლეებიმსოფლიოპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო.
 
შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის 30 წუთი გაგრძელდა. საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
 
რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ვატიკანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
 
პრეზიდენტი ასევე სიქსტის კაპელას და წმინდა პეტრეს ბაზილიკას დაათვალიერებს.
 
ვატიკანში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპს იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა მიიღებს. პროგრამის ბოლო პუნქტად კი, იტალიის პრემიერ-მინისტრ, პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრაა ჩანიშნული.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...