მთავარისიახლეებისაზოგადოებაფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე

ფინკა ბანკი – ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე

Published on

ფინკა ბანკი განაგრძობს კომპანია „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობას და აპრილიდან ფერმერებს ექსკლუზიურ, ძალიან ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს – აგრო სესხის განვადება წლიური 0%-დან (ეფექტური 0.65%-დან) იქნება შესაძლებელი!

რას გულისხმობს აგრო სესხის განვადება?

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში აარჩიონ სასურველი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა, სათესლე/სხვა ტიპის მასალები, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები ან სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქცია, შემდეგ ეწვიონ ფინკა ბანკის ადგილობრივ ფილიალს და მარტივად დაიმტკიცონ შერჩეული პროდუქციის შესაძენად საჭირო აგრო სესხის განვადება.

აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვეა (საშეღავათო პერიოდი 5-დან 11 თვემდე), ხოლო თანხა 4,500 ლარიდან 150,000 ლარამდეა ხელმისაწვდომი. პროდუქტი ფერმერებისთვის ხელსაყრელია იმითაც, რომ სესხის დამტკიცებისა და განაღდების საკომისიო 0%-ია და ამ იაფი ფინანსური რესურსით აგრო მეურნეობების განვითარებისათვის საჭირო ინვენტარისა თუ მასალების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ამიტომ, არ გადადოთ თქვენი მეურნეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ეწვიეთ ფინკა ბანკს და „აგროსფეროს“ მაღაზიას თქვენს ქალაქში ან შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართთ *4949

ფინკა ბანკის ფილიალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ;

აგროსფეროს მაღაზიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ;

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...