მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო სახალო განხილვა დღეს კასპსა და ოზურგეთში გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო სახალო განხილვა დღეს კასპსა და ოზურგეთში გაიმართება

Published on

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო სახალო განხილვა გრძელდება. მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმცირესობა ცვლილებათა პროექტს დღეს  კასპისა და ოზურგეთის მოსახლეობას წარუდგენენ.საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, განხილვების პროცესში აქტიურად არის ჩართული მოსახლეობა, რაც მათი თქმით, მნიშვნელოვანია. მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ცვლილებები კონსტიტუციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.მათივე განცხადებით,  ვენეციის კომისიას პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე არ აქვს შენიშვნები, მათ რეკომენდაციებს კი საბოლოო პროექტის დამტკიცებამდე გაითვალისწინებენ.„თუკი რაიმე კონკრეტული სამართლებრივი კუთხით იქნება პრეტენზია გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, როგორც ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საზოგადოებისთვის, ამ შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებთ,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა 29 მაისს თბილისში დასრულდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კი დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...