მთავარისიახლეებიპოლიტიკაბინალი ილდირიმი: ,,არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული...

ბინალი ილდირიმი: ,,არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები”

Published on

არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენული უფლებები- ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
როგორც ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას – ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები. 
 
„არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რაიმე შეიძლება წარმოიშვას მომავალში, მოგვარდება ურთიერთანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული გამომდინარე ზემოთხსენებული ორი პრინციპიდან“,- აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...