მთავარისიახლეებიმსოფლიოკიდევ ერთი აფეთქება მანჩესტერში - ამჯერად სავაჭრო ცენტრ ,,არნდეილში''

კიდევ ერთი აფეთქება მანჩესტერში – ამჯერად სავაჭრო ცენტრ ,,არნდეილში”

Published on

BBC-ის ცნობით, მცირე ხნის წინ,  მანჩესტერში  სავჭრო ცენტრ ,,არნდეილიდან'' ცენტრიდან პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა.  თვითმხილველების თქმით, გაისმა აფეთქების ხმა, რასაც პანიკა მოყვა –  ასობით ადამიანი გამორბოდა უსისტემოდ, სანამ პოლიცია არ ჩაერია და ცენტრის ხალხისგან დაცლას  მწყობრი და ორგანიზებული ევაკუაციის ფორმა არ მისცა
 
პოლიციაში არ აკონკრეტებენ, თუ რა არის ევაკუაციის მიზეზი.
 
 Daily Mirror იტყობინება, რომ ცენტი მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი პოლიციელებით არის გარშემორტყმული, საქმეში ჩართულია მეძებარი ძაღლებიც. პოლიცია   ცენტრის მიდამოებში შეკრებილ მოქალაქეებს თხოვს დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია, თუმცა არ განმარტავს კიდევ რა და რა ტიპის საშიშროებაა მოსალოდნელი.
 
ვრცელდება ინფორმაცია , რომ ცენტრის სიახლოვეს დაკავებულია სავარაუდო ამფეთქებელი, იგი ახალგაზრდა მამაკაცია.   
 
 მედიაში წერენ, რომ ტერორისტული თავდასხმა სავაჭრო ცენტრ  ,,არნდეილზე'' პირველი არ არის. იგი 21 წლის წინათ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა ააფეთქეს.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...