შავ ზღვაში უნიკალური და იშვიათი თევზის სახეობები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ პროექტის “შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება” პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში განხორციელებული კვლევის შედეგად სულ აღმოჩენილია 12 ახალი ფაქტი."კვლევის შედეგად შავი ზღვის შესახებ შემდეგი 12 ფაქტი გამოიკვეთა: 1. ჯანმრთელია თუ არა შავი ზღვა და როგორ დავსვათ დიაგნოზი?; 2. ჟანგბადის სფერო შავ ზღვაში შემცირდა; 3. შავი ზღვის უჟანგბადობა სიღრმისეულ ფენებში: 2 კმ სიღრმიდან მოპოვებულია მიკრობების ახალი და საინტერესო სახეობები; 4. პირველად მოხდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების დადგენა; 5. ადამიანის ყოფაცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის ყველა მონაკვეთზე; 6. „დროის კაფსულა" მომავლის მეცნიერებისთვის: პირველად იქნა შეგროვებული ზღვის წყალში არსებული ყველა, დღემდე უცნობი ნივთიერების "ანაბეჭდები"; 7. სად შეიძლება ბევრი დელფინის ნახვა? – შავ ზღვაში დელფინების სახეობების გავრცელების ახალი მონაცემები; 8. შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირებულ იქნა ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა; 9. არის იმის ნიშნები, რომ ინვაზიური სახეობების ზეგავლენა შავი ზღვის "აბორიგენულ" სახეობებზე მცირდება; 10. "ზღვის ყვავილობა" მცირდება. 11. შავ ზღვაში დაფიქსირებული იქნა უნიკალური იშვიათი თევზის სახეობები; 12. შემდეგი ქმედებები: როგორ გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია ადამიანისა და ზღვის ბინადრების სასარგებლოდ", – აღნიშნულია ახალი ფაქტების შესახებ ინფორმაციაში. პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში შავი ზღვის მონიტორინგის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ მხრივ, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. "კვლევის შედეგად ჩვენ დავინახეთ შავ ზღვაში არსებული რეალური ვითარება და მივიღეთ საბაზისო ინფორმაცია შემდგომი კვლევებისა და სამოქმედო გეგმის შესაქმნელად", – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები განახორციელეს. მსგავსი მასშტაბის კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებით შავ ზღვაზე დღემდე არ განხორციელებულა.
შავ ზღვაში უნიკალური და იშვიათი თევზის სახეობები აღმოაჩინეს
სიახლეები
კულტურა
ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს
ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...
მსოფლიო
ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი
აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...
კონფლიქტები
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...
კონფლიქტები
ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი
"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...