მთავარისიახლეებისაზოგადოებაოდიოზური საკრებულო, ოდიოზური თავმჯდომარე - როგორ აფასებენ უკმაყოფილო მოქალაქეები ზუგდიდის საკრებულოს...

ოდიოზური საკრებულო, ოდიოზური თავმჯდომარე – როგორ აფასებენ უკმაყოფილო მოქალაქეები ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელ სხდომას სოციალურ ქსელში

Published on

ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელ სხდომას სოციალურ ქსელში მძაფრი კრიტიკა მოყვა.
მოქალაქეთა სტატუსების ლაიტმოტივია აღშფოთება სამთავრობო დირექტივების ბრმად მორჩილი საკრებულო წევრებისა  და, განსაკუთრებით, საკრებულოს თავმჯდომარის ნატალია შეროზიას  ოდიოზური ქმედებით,  რომელთაც, მიუხედავად საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრებისა და  სხდომაზე მისული საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგობისა, ფრიად უღირსი, კარიკატურული მეთოდებით  გაიტანეს თავისი –  მოიწონეს ,,მუნიციპალიტეტების გაერთიანების'' სამთავრობო პროექტი ისე, რომ   ყურად არ იღეს  მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის აზრი.
,,ზუგდიდი მაინც დაეცა – საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხს განხილვის გარეშე უყარა კენჭი და დადებითი შედეგის გამოცხადების შემდეგ სხდომა სასწრაფოდ დახურა. სირცხვილია, ქალბატონო ნატო, ამას შთამომავლობა არ გაპატიებთ…'',,გასაოცარი დემოკრატია –  გასაოცარი კენჭისყრა! – წამოხტომა, ტაში და გავარდნა ისე წამებში იყო შესრულებული, სამჯერ გადავახვიე, რომ გავრკვეულიყავი, რომელი რომლის მერე იყო''
,,დააკვირდით ფირს, თუ როგორ ჩაატარა ვიღაცა ტ…ა  ქალმა სხდომა და როგორ ხდებოდა იქ მსხდომი წევრების მიმართ მუჯლუგუნის გაკვრა, რომ ხელი აეწიათ ( გეჭოფ ხე, წიე!) და ეს არის დემოკრატიული განხილვა ? ეს იყო საშინელება! ''

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...