მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილისა და ბინალი ილდირიმის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

გიორგი კვირიკაშვილისა და ბინალი ილდირიმის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

Published on

 მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა პირისპირ შეხვედრა  საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმსა და  საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის. . 
 
კოლეგებმა  ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.  
 
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც, რომლის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. 
 
მხარეების შეფასებით, ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
 
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბინალი ილდირიმმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე დღეში გიორგი კვირიკაშვილის ანკარაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა და თურქი ხალხი ამ სოლიდარობას აფასებს. 
 
საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში შედეგიანი თანამშრომლობის გაღრმავებას. 
 
ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. 
 
მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე – ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად. 

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...