მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპირველად საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, ,,მისცეს შეუფერხებელი წვდომა...

პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, ,,მისცეს შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად”

Published on

12 მაისს გაიმართა   ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა,  რომლის დღის წესრიგში იყო საკითხი "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში".

კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხმა მისცა მონაწილეთა უდიდესმა უმრავლესობამ ( წინააღმდეგ   ხმა მისცა მხოლოდ  რუსეთის ფედერაციამ),  ნათქვამია, რომ  ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში გამოთქმულია  სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების მონტაჟს, რაც არღვევს  იქ მცხოვრებთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებებს.

გადაწყვეტილებაში  ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების მიერ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლასთან დაკავშირებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობა. კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

დოკუმენტს   საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმულია რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულებები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა დატერიტორიულ მთლიანობას, არა აქვს იურიდიული ძალა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის12 აგვისტოსცეცხლისშეწყვეტისშეთანხმებისჩათვლით.

"ხელშეკრულებების" ასეთი შეფასება პირველად მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ – ჩვენ მივესალმებით აგრეთვე ევროპის საბჭოსადამიანისუფლებათა კომისრის განზრახვას წლის ბოლომდე განახორციელოს ვიზიტი საქართველოში- აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან მიმდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე,  კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. 

 

 

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...