მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს არჩევნების თარიღის სასწრაფოდ დანიშვნისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს არჩევნების თარიღის სასწრაფოდ დანიშვნისკენ მოუწოდებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მოუწოდებს, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების თარიღი, რათა „ივანიშვილის მზაკვრული გეგმა – თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდეს“. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა. „საკრებულოს წევრებმა ერთპიროვნულად დაუჭირეს მხარი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე. დღეს ორ ქალაქში – ზუგდიდსა და ოზურგეთში საკრებულოს სხდომები იმართება, სადაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ერთადერთი გამოსავალია, პრეზიდენტმა სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების დღე, რათა ივანიშვილის მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...