მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქალაქი ზუგდიდი თავისუფალია!!! საკრებულოს თავმჯდომარე გაიქცა სხდომიდან!..''

,,ქალაქი ზუგდიდი თავისუფალია!!! საკრებულოს თავმჯდომარე გაიქცა სხდომიდან!..”

Published on

,,ქალაქი ზუგდიდი თავისუფალია!!! საკრებულოს თავმჯდომარე გაიქცა სხდომიდან!…'' – ასე გამოეხმაურა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მოულოდნელ და ამავე დროს  მოსალოდნელ ფინალს ნაციონალური მოძრაობის წევრი მაია კალანდია, რომელიც თანაპარტიელებთან და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებთან, არასამთავარობო სექტორისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება ხმაურიან სხდომას, რომელსაც მმართველი პარტიისგან მიღებული დირექტივის თანახმად  ხმა უნდა მიეცა ზუგდიდისათვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევისათვის. 
 
ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან ადასტურებს, რომ როცა სხდომის დასაწყისიდანვე მკვეთრად გამოხატულმა დაძაბულობამ  პიკს მიაღწია,  საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ  დატოვა დარბაზი,  ამ დროისათვის სხდომა შეწყვეტილია.
 
დირექტივის შესრულება ქალაქის საკრებულოში ისე მარტივად ვერ მიდის, როგორც ეს მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელმაც  19 მაისს გამართულ სხდომაზე მოიწონა სამთავრობო კომისიის აღნიშნული წინადადება.

 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...