მთავარისიახლეებისამართალიზაზა ფაჩულიას ოჯახს ემუქრებიან

ზაზა ფაჩულიას ოჯახს ემუქრებიან

Published on

ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტში, რასაც  „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერის ტრავმა მოჰყვა, “სპურსის“  მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი დაადანაშაულა და მისი მოქმედება „გაუფრთხილებლობით მკვლელობად“  შეაფასა. პოპოვიჩის განცხადებას ფაჩულიას მიმართ გუნდის გულშემატკივართა მხრიდან დიდი აგრესია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ თავად კავაი ლეონარდსმა მეტოქე აბსოლუტურად უდანაშაულოდ სცნო, წერს USA TODAY.
 
„მართალია, მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა, მისმა ნათქვამმა გარკვეული აგრესია გამოიწვია ჩემს მიმართ.  რადგან „პოპმა“ თქვა, გულშემატკივრებს სჯერათ. ეს არ არის სწორი. თქვენ შეიძლება დამემუქროთ მე, მაგრამ დაემუქროთ ჩემს ცოლს და შვილებს დაუშვებელია.
 
მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ მათ ჩემთან ექნებათ საქმე. მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს რამე კავშირში იყოს ჩემს ოჯახთან. ჩემს ცოლს და შვილებს არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა გარკვეულწილად მისმა სიტყვებმა გამოიწვია ეს აგრესია“,  – აღნიშნავს ფაჩულია USA TODAY-სთან საუბრისის.
 
ზაზას სამი შვილი ჰყავს, 8 და 7 წლის ბიჭები და 4 წლის გოგონა. ბიჭები სან ფრანაცისკოს ერთ-ერთ სკოლაში დადიან. სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღეს.
 
წყარო: 1TV.GE

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...