მთავარისიახლეებისამართალიცენტრ პოინტის საქმეზე მსრჯავდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

ცენტრ პოინტის საქმეზე მსრჯავდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

Published on

ცენტრ პოინტის საქმეზე მსრჯავდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მან ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

“მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმიტომ, რომ იქ იყო ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია, რა თქმა უნდა, თავისუფლების ფასი არაფერი არ არის. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ჩიტი და ყველაზე მეტად, თავისუფლებას იგრძნობ, როდესაც აი, ხედავ, რა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლების შეგრძნება. 

ერთი სინანული მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, რომ პრობლემა დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია, მაია აქ არის და მე 4 წელია. მაგრამ ახლა, როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში, მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინაში. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები”. – თქვა რუსუდან კერვალიშვილმა თავის პირველ კომენტარში საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კერვალიშვილი სასამართლომ 2017 წლის 31 მარტს დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

კომპანია ცენტრ პოინტის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. გამოძიება კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

გამოძიების ვერსიით, ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოიზიდეს 27 701 299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები შეადგენდა 23 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...