მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული...

პროკურატურამ ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა

Published on

პროკურატურამ ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა.
 
როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
 
გამოძიების პროცესში და  ოთარ წოწორიასა და მისი ოჯახის წევრების -მეუღლისა და  სიდედრის დაკითხვის შედეგად  ცნობილი გახდა,  რომ რევოლვერი და ვაზნები, რომელიც ოთარ წოწორიას სახლიდან ამოიღეს,ეკუთვნის არა   მას, არამედ მის  სიმამრს ა. ა-ს. 
 
ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 
ოთარ წოწორიას  ადვოკატი ლევან მახარაშვილი საქმეზე ძიების შეწყვეტას ლოგიკურს უწოდებს. 
 
”დადასტურდა იგივე ვერსია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული იარაღი ან საბრძოლო მასალა არ გააჩნდა. ლოგიკური იყო, რა თქმა უნდა, რომ გამოძიება შეწყდა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით ჩვენს უდანაშაულობაში და ჩვენი პოზიციის სიმყარეში. სანადირო თოფებთან დაკავშირებით გამოძიებას პრეტენზია ვერ ექნებოდა, ვინაიდან მათზე ჰქონდა შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობები”, – განაცხადა მან
 
ადვოკატის თქმით, ამ საქმეში ის ოთარ წოწორიას ინტერესებს იცავდა და შესაბამისად,  ვერ ისაუბრებს პროკურატურის განცხადების იმ ნაწილზე, რომელიც წოწორიას გარდაცვლილ სიმამრს ეხებაუწყებაში განმარტავენ, რომ მისი მფლობელი წოწორიას გარდაცვლილი სიმამრია. მისი გარდაცვალების გამო კი, საგამოძიებო უწყება საქმეზე მუშაობას წყვეტს.
 
წოწორიების ოჯახში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ იმაზე, თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს გამომძიებლებს და იცოდნენ თუ არა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების მეპატრონის შესახებ, თუმცა,  ადვოკატი  აცხადებს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფს და არც მის მეუღლეს, სადავო იარაღსა და ვაზნებზე ინფორმაცია არ ჰქონიათ და მათი არსებობის შესახე ჩხრეკის მომენტში გაიგეს.
 
ოთარ წოწორია კვლაბვ იმეორებს, რომ  ჩხრეკა მის სახლში მისი დის –  ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას სამოსამართლო საქმიანობას უკავშირდება  და წარმოადგენს  მასზე ზეწოლის მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...