"ეს იყო ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის შანტაჟი რაც კი გვინახავს," – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, განსხვავებულ აქცენტებში ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა.მან მამა გიორგი მამალაძის მიმართ პირადი ცხოვრების მასალებით პროკურატურის მხრიდან შანტაჟზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მასაც აშანტაჟებდნენ არარსებული ვიდეომასალით.„ის, რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, საქართველოში არასოდეს არ მომხდარა, რომ საკუთარი სახელით, გვარით, თანამდებობის პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი კამერების წინ ემუქრებოდეს ასვე გვარით, სახელით იდენტიფიცირებულ ადამიანს პირადი ცხოვრების კადრებით. ეს საქართველოში არ მომხდარა ასეთი პირდაპირი, ღია, ცინიკური, სახელობითი მუქარა, რომ ახლა შენ ასე თუ არ მოიქცევი, ამით დაგაშანტაჟებ. ასეთი ამბავი საქართველოში არ მომხდარა,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა. ხიდაშელის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დახურვა არასწორია, რადგან საქმის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...