მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმას ბინაში იარაღი ჩაუდეს?

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმას ბინაში იარაღი ჩაუდეს?

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს
 
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 
 
,,ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებაა-  განუცხადა ოთარ წოწორიამ ჟურნალისტებს –  ამოღებული ნივთებიდან ორი სანადირო თოფი მისი საკუთრებაა, ხოლო  როგორ მოხვდა მის სახლში სხვა იარაღები, არ იცის. ,, სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, კანონიერად მაქვს. ერთი იარაღი ბაბუაჩემის კუთვნილია და 20 წელია გაფორმებული მაქვს . მემკვიდრეობით მერგო და არასდროს მისვრია. შეგიძლიათ ნახოთ, არც ერთი კარი არ იკეტება. ჩვენ ოჯახს 24 საათის განმავლობაში არ ვტოვებთ, მაგრამ ჩემი სიმამრის გარდაცვალების გამო, 8 დღის განმავლობაში სახლი უკონტროლოდ იყო".
 
დაახლოებით, თვენახევრის წინ იყვნენ ჩემთან, ავტოფარეხში მოსული. მე ვარ ავტოფარეხის მეპატრონე, ასევე ლიდერი სპეციალისტი, შეამოქმეს დანადგარები, მოითხოვეს დანადგარების პასპორტები, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა და განბაჟების საბუთებიდან დაწყებული შეძენის საბუთებამდე ყველაფერი არსებობს, რამდენიმე შეამოწმეს, მოტრიალდნენ და წავიდენენ,”- განაცხადა მან.
 
კითხვაზე, თუ რატომ უკავშირებს საკუთარი დის საქმიანობას ამ ყველაფერს, ოთარ წოწორია პასუხობს:
 
“ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ”.
 
 წოწორიას ადვოკატი აცხადებს, რომ ოთარ წოწორია ერთი კვირა სახლში არ იმყოფებოდა, სახლის ის ნაწილი კი სადაც იპოვეს იარაღი ღია იყო, კერძოდ იარაღი ამოიღეს საკუჭნაოდან და სამზარეულოდან" .

 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...