მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთის მთავრობა გადადგა

სომხეთის მთავრობა გადადგა

Published on

სომხეთის მთავრობა გადადგა. როგორც სომხური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა გადადგომასთან დაკავშირებით მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მათ დროებით მოვალეობის შესრულება დააკისრა.
დღეს, სომხეთის მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უნდა გადადგეს. სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემდეგ, მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობენ. ახალი პრემიერი 10 დღის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტი კი, პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან 20 დღეში დაინიშნება.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...