მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყურებდით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ მიტოვებული ''- პარლამენტში ომბუდსმენის...

,,რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყურებდით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ მიტოვებული ”- პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშს ისმენენ

Published on

„ჩვენ ყველა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რამდენად ეფექტური იყო სამართალდამცავი ორგანოები რამდენიმე საათის განმავლობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყურებდით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ მიტოვებული  ხელისუფლებისგან და ეს, ვფიქრობ, არის სერიოზული პრობლემა. არ იყო ადეკვატურად, დროულად რეაგირება იმ ძალადობაზე და ვანდალიზმზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალაქში. “ – განაცხადა ნანუაშვილმა.'' – ამბობს ომბუდსმენი ანგარიშში, რომელსაც დღეს  პარლამენტში  ისმენენ.
 
ანგარიშში საუბარია პოლიტიკური ძალადობის ფაქტებზე, მედიის თავისუფლების ხელყოფაზე , კერძოდ , რუსთავი2-ის საქმეზე დასაზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული პროცესზე, მოსახლეობის სოციალური და პილიტიკური დაუცველობაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ უმძიმეს პრობლემებზე.   სხვა საკითხებთან ერთად ომბუდსმენი საუბრობს  ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების უმოქმედობაზე. სახალხო დამცველი თვლის, რომ  ბათუმში  სამართალდამცველები არ მოქმედებდნენ შესაბამისად.
 
 
„შინაგან საქმესთან სამინისტროსთან მიმართებით, ბათუმის თემაზე კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით,“ – ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.
 
„შინაგან საქმესთან სამინისტროსთან მიმართებით, ბათუმის თემაზე კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ როდესაც მოსმენები გვქონდა პარლამენტში, მაშინ ბატონმა უჩამ ვერ დაგვისაბუთა ზუსტად, თუ რას მიიჩნევდა ის მიზანშეწონილად, როდის უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მის აზრით ყოფილიყო კანონმდებლობასთან  შესაბამისი ეს ქმედება. ჩვენ რუსთავი2-თან დაკავშირებით ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი და ახლა ჩვენ ვმოქმედებთ, სწორედ იმის შესაბამისად, თუ რა დასკვნაც დადო სტრასბურგმა ამ შემთხვევაში,“ – განაცხადა სოფიო კილაძემ, რითაც დაადასტურა ნაციონალური მოძრაობის შეფასება, რომ პარლამენტი და მმართველი ძალა არ არის მზად გაითვალისწინოს ომბუდსმენის რეკომენდაციები. 

 

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...