მთავარისიახლეებიპოლიტიკარას იტყვის დღეს პარლამენტი პოლიტიკური ძალადობის ფაქტებზე, რომელიც ამ ქვეყანაში...

რას იტყვის დღეს პარლამენტი პოლიტიკური ძალადობის ფაქტებზე, რომელიც ამ ქვეყანაში დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია

Published on

„მოველით, რომ  დღეს პარლამენტში  მოვისმენთ, რას აპირებს პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობა იმისთვის, რომ რეაგირება გააკეთოს სახალხო დამცველის ანგარიშზე. კერძოდ, რას იტყვის   პოლიტიკური ძალადობის ფაქტებზე, რომელიც ამ ქვეყანაში დღემდე დარჩა გამოუძიებელი და დაუსჯელი, – განაცხადა   პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე,სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენის წინ. 
 
პარლამენტარის თქმით,   სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებობს, მათ შორის სასამართლო სისტემაში, მედია თავისუფლების სფეროში არსებულ პრობლემებზე,  ომბუდსმენს პროკურატურის მიმართაც აქვს რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია.
 
სალომე სამადაშვილი დადებითად აფასებს იმას, რომ  ეს ფაქტები და მათ შორის  რუსთავი2-ის საკითხი სათანადოდ არის ასახული სახალხო დამცველის ანგარიშში. თუმცა ამავე დროს თვლის, რომ ხელისუფლება, რომლის ხელში ადამიანის უფლების დაცვის ტენდენცია მზარდ უარყოფითი ხასიათს ატარებს,  არ არის მზად გამოიტანის სათანადო დასკვნები და შეასრულოს ომბუდსმენის რეკომენდაციები. 
 
დღეს  უჩა ნანუაშვილი თავის ანგარიშს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე გააცნობს. მოხსენების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე წარადგენს დადგენილებას, სადაც ასახული იქნება, რა რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებენ.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...