მთავარისიახლეებისაზოგადოებაპალმის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას გადმოვარდა

პალმის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას გადმოვარდა

Published on

შეფერხებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა გვიან ღამით ფოთში, ნაბადას უბანში. მიზეზი პალმის ხე გახდა, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ. ხე ტრანსპორტირებისას გადმოვარდა.
ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოტრიალდა.პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ის ფოთის პორტში შემოიტანეს, საიდანაც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ.პალმის ხე ამჟამად იმ გადამზიდავი კომპანიის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ტრასპორტირება.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...