მთავარისიახლეებისაზოგადოებარას ემსხვერპლა 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლე? - ვერსიები სოციალურ ქსელში

რას ემსხვერპლა 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლე? – ვერსიები სოციალურ ქსელში

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება ოფიციალურისგან განსხვავებული ვერსიები  წუხელ, თბილისი -სენაკის გზაზე მომხდარ ავარიაში  21 წლის ბექა ხახუბიას დაღუპვის გარემოებებზე.
 
სამწუხაროს, .სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედებას, კიდევ ერთი ახალგაზრდის  სიცოცხლე ემსხვერპლა – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა თავის პირად ფეისბუქგვერდზე. 
 
წუხელ, დაახლოებით 4-5 საათზე, გამთენიისას საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. რომელმაც, მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
 
ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.
ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ავტომანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.
 
ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.
 
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები.
 
შს მინისტრი, პენტჰაუსის ტიპის საცხოვრებელში, ბიუჯეტიდან იხდის თვეში 7 ათას ლარს, ხოლო საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი ,,ზღარბი პოლიციელებით", რომელიც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება ა|მანქანის გაჩერება და დამრღვევ ა|მანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას- წერს ზვიად კუორავა.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...