მთავარისიახლეებისაზოგადოებაჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

Published on

აქციაში მონაწილეობას იღებენ ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მთავარი ლოზუნგია ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.”ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგაზე ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის რიცხვი საქართველოში სულ უფრო მატულობს. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს ხელისუფლების უმოქმედობაც, უფრო მეტიც, ხშირ შემთვევაში სწორედ პოლიტიკოსები აღვივებენ ზიზღს და აგრესიას ლგბტ ადამიანების მიმართ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტები და მეგობრები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გავაპროტესტებთ სისტემურ ჩაგვრას და დისკრიმინაციას,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავები. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. ისინი ადგილზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს უშვებენ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...