მთავარისიახლეებისაზოგადოება17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

Published on

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ამ დღესთან დაკავშირებით მსვლელობის მოწყობას გეგმავს.  საზეიმო მსვლელობა 13:00 საათზე ხატებითა და დროშებით ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლის გადაიხდის და მონაწილეებს დალოცავს. მათივე ინფორმაციით, იგეგმება იმ ოჯახების დააჯილდოებაც, რომელთაც რვა და მეტი შვილი ჰყავთ. წელს პირველად ოჯახის დღესთან დაკავშირებით მსვლელობის გარდა სხვა ღონისძიებებიც იგეგმება. "დილის 09:00 საათიდან ფილარმონიასთან, პარლამენტთან, ვარდების მოედანსა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართება. 17:00 საათზე ვარდების მოედნიდან ავტოკოლონები დაიძვრება, რომელიც თბილსის ყველა უბანს მოივლის", – აცხადებენ "დავითიანნში". 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...