მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ახრა გეზერდავა მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ახრა გეზერდავა მოკლეს

Published on

აფხაზური მედის ცნობით, გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ახრა გეზერდავა, იგივე “პიზა” მოკლეს. 45 წლის გეზერდავა კრიმინალურ სამყაროში ყველაზე მაღალ სტატუსთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან გათანაბრებული პირი იყო, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავად შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, ეტარებინა ეს სტატუსი. 

გეზერდავას მკვლელობა უკავშირდება ორი აფხაზი გოგონას ჩართვას ნარკომოხმარებაში, რაც მოკლულმა კიდევ ერთ ავტორიტეტთან, ე. წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილთან, ბატალ ფილიასთან, იგივე “ბატაშკასთან” ერთად მოაწყო. 

სწორედ ერთერთი გოგონას ოჯახის ნათესავებმა, გვარად არძინბებმა, გადაწყვიტეს, შური ეძიათ ამ პროცესის ინიციატორ კრიმინალებზე. ამ ნათესავებს შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადგურ არძინბაც შედის, მაგრამ მან უარი განაცხადა ვენდეტაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა მის პოლიტიკურ კარიერას.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...